ქვემო ქართლის რეგიონში ჩატარებული გენდერული კვლევის შედეგების პრეზენტაცია

0

cidaa24 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი იმყოფებოდა პრეზენტაციაზე, რომელიც რეგიონში მცხოვრები ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაცნობასა და ამ თვალსაზრისით არსებული პრობლემების ანალიზს მოიცავდა. „ქალთა მდგომარეობა ქვემო ქართლში“ − ამ სახელწოდების კვლევა არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდამ“ ჩაატარა. 

ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრნენ მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინისტროების წარმომადგენლები და შესაბამის თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები.
კვლევის შედეგების მიხედვით, რეგიონში მცხოვრებთა უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია ოჯახში ძალადობის, ნაადრევი ქორწინებისა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული პრობლემების საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ მიმართულებით ერთობლივი ძალისხმევით განსახორციელებელ აქტივობებზე ისაუბრეს და კონკრეტულ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ კვლევის ანგარიში მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის − „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) − პროექტის „იურიდიული დახმარებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების სერვისები ქვემო ქართლში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასთან (სიფა) პარტნიორობით.

 

Leave A Reply