ქვემო ქართლის გუბერნატორი რეგიონული უთანასწორობების დაძლევის საერთაშორისო კონფერენციაზე

0

11930832_1059903047376150_7247959324336091447_oთბილისი რეგიონული უთანასწორობების დაძლევის (CORD) ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიება მიზნად ისახავს რეგიონული  და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების განვითარების ხელშეწყობას.

1 ოქტომბერს, კონფერენცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ ევროკავშირის ელჩი  საქართველოში იანოს ჰერმანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და  ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი,  საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში  დავით ბაქრაძე დასაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი.

მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები,  სხვა დაინტერესებული პირები.

რეგიონული უთანასწორობების დაძლევის საერთაშორისო კონფერენცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით იმართება და მაკედონიის, სერბეთის, მონტენეგროსა და მოლდოვას შემდეგ პირველად იმართება საქართველოში. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში  რეგიონულ განვითარებაზე მომუშავე პოლიტიკოსები და ევროკავშირის ექსპერტები.

კონფერენციაზე განსახილველ საკითხთა შორისაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ევროკავშირის დახმარებით მიმდინარე პროგრამების მონიტორინგი. ასევე,  შემუშავდება და დაიგეგმება  2014-2020  წლებში განსახორციელებელი ახალი მიმართულებები. ყურადღება გამახვილდება რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობაზე.

კონფერენციის მონაწილეები გაეცნობიან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების განვითარების წარმატებულ მაგალითებს, გაცვლიან გამოცდილებას აღნიშნულ სფეროში და შეიმუშავებენ ახალ მიდგომებს რეგიონული განვითარების კუთხით.

 

Leave A Reply