ქვემო ქართლის გუბერნატორის ახალი ინიციატივა ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის

0

11058280_1671342083089045_5922466304246503_oქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ინიციატივითა და მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრ „ლოგომედის“ მხარდაჭერით რეგიონში ლოგოპედიური კაბინეტების ამოქმედება იგეგმება. პროექტი ეტაპობრივად მოიცავს ყველა მუნიციპალიტეტს და ხელს შეუწყობს შესაბამისი პროფესიის ახალგაზრდების დასაქმებას.

ამ ინიციატივის შესახებ პაატა ხიზანაშვილმა დეტალურად ისაუბრა სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელზეც მოწვეული იყო „ლოგომედის“ ხელმძღვანელი ეკატერინე ჭავჭავაძე, აგრეთვე პროექტში მონაწილეობის მსურველი ახალგაზრდები – ქვემო ქართლში მცხოვრები სტუდენტები. შეხვედრას ესწრებოდა გუბერნატორის ადმინისტრაციის აპარატის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ჟვანია.

შეხვედრის მონაწილე მხარეებმა დიალოგის რეჟიმში განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის გზები და სამომავლო კონკრეტული გეგმები დასახეს.

აღსანიშნავია, რომ ლოგოპედიურ კაბინეტში დასაქმების მსურველი სტუდენტებისა და შესაბამისი განათლების მქონე ახალგაზრდების გადამზადებას უზრუნველყოფს მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრი „ლოგომედი“.

რამდენიმე კვირის განმავლობაში, რეგულარულად, სწორედ „ლოგომედის“ სპეციალისტებმა განახორციელეს რეგიონის მასშტაბით უფასო სამედიცინო აქცია, რომელიც ქვემო ქართლში მცხოვრები მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვების გასინჯვა-დიაგნოსტირებას ითვალისწინებდა.

11817043_1671342106422376_7544553770207940335_n11728709_1671342086422378_6810567158518380813_o10987303_1671342079755712_1753456385287591703_o11856285_1671342113089042_7766603494141796483_o    11845060_1671342099755710_5741946212416830540_o

 

 

Leave A Reply