ქვემო ქართლის გუბერნატორი ამერიკის შეერთებულ შტატებში

0

12304167_1701952760027977_4527724059065360182_oქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. პაატა ხიზანაშვილი ქალაქ ჰიუსტონში ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილთან ერთად ესწრება 21-დან 29  ნოემბრის ჩათვლით მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს ძალოსნობაში.

2016 წელს ძალოსნობაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს  თბილისი  უმასპინძლებს. ეს გადაწყვეტილება ჰიუსტონში ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის აღამასკომის სხდომაზე მიიღეს.  აღსანიშნავია, რომ ტურნირი ივნისში გაიმართება.

ჰიუსტონში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წარმომადგენელი ათი სპორტსმენი აპარეზობს. ნაკრები ჰიუსტონში მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით გაემგზავრა. ძალოსანთა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობენ შემდეგი სპორტსმენები:

ვაჟები: რამინ შამილიშვილი (62 კგ), შოთა მიშველიძე (69 კგ), გიორგი ლომთაძე (77 კგ), რაულ ცირეკიძე (94 კგ), გია მაჭავარიანი (105 კგ), გიორგი ჩხეიძე (105 კგ), ლაშა ტალახაძე (მძიმე), ირაკლი თურმანიძე (მძიმე).

გოგონები: თათია ლორთქიფანიძე (63 კგ), ანასტასია გოტფრიდი (მძიმე).

ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ჰიუსტონში ოფიციალურ პირებსაც ხვდება.

12316573_1701952880027965_6767400670673545887_n 11221414_1701952786694641_6573499538231667780_n 12304387_1701952820027971_9124868583953982698_o

Leave A Reply