ქართულ-გერმანული კულტურის საღამო ბოლნისში

0

germanelebi 16 ოქტომბერს ბოლნისის კულტურის სახლში ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს საგუნდო საზოგადოების მხარდაჭერით ქართულ-გერმანული კულტურის საღამო გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქალთა ანსამბლები გერმანიიდან “SING FRAUEN”, შვეიცარიიდან “SING FRAUEN” და კვინტეტი „გონჯა“ ფრანცისკა ველთის ხელმძღვანელობით. გერმანელმა შემსრულებლებმა მსმენელისთვის საყვარელი სიმღერები გოგონათა ანსამბლ „თუთარჩელას“ წევრებთან ერთად შეასრულეს. დღის განმავლობაში გერმანელმა სტუმრებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქართულ-გერმანული ურთიერთობების ამსახველი ისტორიული და კულტურული ძეგლები დაათვალიერეს. ღონისძიების წარმატებით დასრულება გოგონათა ანსამბლების წევრებს პირადად მიულოცა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა. პაატა ხიზანაშვილმა სახელმწიფოებსა და ერებს შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მომღერლებს მადლობა გადაუხადა.

Leave A Reply