ქართველმა მორაგბეებმა გერმანიის ნაკრები 50:6 დაამარცხეს

0

ragb19 თებერვალს რუსთავის სარაგბო სტადიონზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ,,რაგბი ევროპის ჩემპიონატის” მეორე ტურის შეხვედრაში გერმანიის გუნდი ანგარიშით 50:6 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ბონუს ქულა აიღო და სატურნირო ცხრილში 10 ქულით პირველ ადგილს იკავებს.

მატჩს რუსთავის ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილიმერი, ქალაქის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ ,,რაგბი ევროპის ჩემპიონატის” მორიგ შეხვედრას საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად, ესპანეთის გუნდთან, 4 მარტს ჩაატარებს.

Categories: სპორტი

Leave A Reply