ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების სემინარი მოსწავლეებისთვის

0

sem12 ოქტომბერს, რუსთავის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების პროგრამის ფარგლებში  სემინარი გაიმართა, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი  კვალიფიციურ ინსტრუქტორებთან ერთად დაესწრო.

გუბერნატორის მორიგი ინიციატივა მიზნად ისახავს რეგიონის სასკოლო დაწესებულებებში ახალი პროგრამების დანერგვას შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტთა მონაწილეობით. მოსწავლე-ახალგაზრდობის ფსიქოლოგიური და ფიზიკური სრულყოფის მიზნით, იგეგმება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მოზარდების ჩაბმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მსოფლიოში აღიარებული საბრძოლო ხელოვნებებისა და ქართული ჭიდაობის მრავალსაუკუნოვან გამოცდილებაზე დამყარებული მეთოდოლოგიების გამოყენება.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სხარტი აზროვნების ჩამოყალიბებას, სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად მზაობასა და სასურველი სპორტის სახეობების სწორად შერჩევას. აღნიშნული კი საგრძნობლად შეამცირებს დაავადებების რისკსა და რიცხვს ახალგაზრდებში, რაც მათი გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის აუცილებელი უკეთესი გარემოს შექმნის წინაპირობაა.

Leave A Reply