ფერეიდნელი ქართველები ქვემო ქართლის რეგიონში

0

17458422_1333083666750362_9018709615616099738_nქვემო ქართლს, კერძოდ გარდაბნის მუნიციპალიტეტს ფერეიდნელი ქართველები ეწვივნენ. სტუმრებმა თავდაპირველად სოფელ მარტყოფში ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და სპეციალურად მათთვის გამართულ კონცერტს დაესწრნენ.
სტუმრები მოგვიანებით სოფელ გამარჯვებაში, კულტურის სახლში გადაინაცვლეს და სცენაზე ადგილობრივ შემოქმედებით კოლექტივებთან ერთად შეასრულეს სასიმღერო და ქორეოგრაფიული ნომრები. „სტუმარ-მასპინძლობა“ – ამ სახელწოდების ღონისძიება ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და ფერეიდნელ სტუმრებსა და გარდაბნელ მასპინძლებს კიდევ უფრო მეტად გაუმძაფრა საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული ურთიერთდამოკიდებულება და ემოციური განცდა.

Leave A Reply