უფასო სამედიცინო კონსულტაცია-გამოკვლევა სოფელ გომარეთში

0

11800627_943544709042679_3417812671240920477_nდმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და სამედიცინო კლინიკა „პროფესორის“ ერთობლივი ორგანიზებით, მიმდინარე წლის 4 აგვისტოს სოფელ გომარეთის მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაცია-გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელსაც პირადად ხელმძღვანელობდა კლინიკის გენერალური დირექტორი ნინო იმერლიშვილი. გამოკვლევებმა მოიცვა ადგილობრივ მცხოვრებთა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი, რომლებსაც კონსულტაცია გაუწიეს ვოიტა-თერაპევტმა, მეან-გინეკოლოგმა, რეპროდუქტოლოგმა, დერმატო-ვენეროლოგმა.

დმანისის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი მეგი ედიბერიძე: „პაციენტები, რომლებსაც ადგილზე გამოკვლევის შედეგად გამოუვლინდებათ სხვადასხვა სახის დაავადებები, შემდგომში,სურვილის მიხედვით, მკურნალობას გააგრძელებენ კლინიკა „პროფესორში“, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხმარებელს სთავაზობს ისეთ სერვისებს, როგორებიცაა უნაყოფობის მკურნალობა, IVF პრეინვიტრო, ოზონოთერაპია, ფიზიო პროცედურები, ტალახით მკურნალობა, ქიმიოთერაპია, გეგმური ამბულატორია და სხვა“.

დღესვე, მეგი ედიბერიძემ ახალშობილებს პირადად გადასცა სიმბოლური საჩუქრები.

11846766_943544535709363_4864014026599072681_n 11141339_943544665709350_5977253939371578879_n 11800074_943544502376033_9036903633559260801_n 11800145_943544645709352_489995771586972991_n 11828648_943544755709341_8813586674277020425_n

Leave A Reply