ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქვემო ქართლის რეგიონისა და ჩინეთის წარმომადგენლებს შორის

0

14068476_1789307381292514_6462591516890362852_o17 აგვისტოს, ქვემო ქართლის გუბერნიაში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციასა და ჩინეთის დუ’ან  იაოს ავტონომიური რეგიონის ჰონგ უას სახელმწიფო-სამშენებლო კომპანიას შორის.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს რეგიონის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა და ჰონგ უას სახელმწიფო-სამშენებლო კომპანიის დირექტორმა ლუ სენწინგმა. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ აგრეთვე გუბერნატორის პირველი მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს ჯინი და ორივე მხარის სხვა წარმომადგენლები.

მემორანდუმის მიხედვით, მხარეები ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებითა და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ორმხრივი და მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიზნით ითანამშრომლებენ  სავაჭრო-ეკონომიკურ, მეცნიერულ-ტექნიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში, ერთმანეთს გაუზიარებენ კლიმატური ცვლილებებისა და კატასტროფების რისკის შემცირების გამოცდილებას.

Leave A Reply