ტრენინგი რუსთავის ქალთა ოთახში

0

seminari2 მარტს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და ქალაქის მერი დავით ჯიქია რუსთავის ქალთა ოთახში მიმდინარე ტრენინგს დაესწრნენ, რომელიც მოზარდებისა და მათი მშობლების კომუნიკაციის სწორ ფორმებს შეეხებოდა.
ფსიქოლოგმა კონსტანტინე პოზოვმა აუდიტორიას ბავშვებთან და მოზარდებთან კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საკუთარი გამოცდილების საფუძველზე კონკრეტული მაგალითები წარუდგინა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ტრენინგის მონაწილეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს და მსგავსი ტიპის ტრენინგების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

Leave A Reply