ტანძიაში „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დღე აღინიშნა

0

tandzia15 მაისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლის, ელექტრონული წიგნების სახლის, „საბას“ და ნატოს საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დღე  აღინიშნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ გუგეშაშვილი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში გოგი მეშველიანი, მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ეროვნული უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლება. სკოლის მიზანია აგრეთვე, ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციას საზოგადოებაში. „საბას“ დახმარებით სკოლამ გამოაცხადა ესეების კონკურსი − „ჩემი ევროპული საქართველო“, რომლის გამარჯვებულებიც პრემია „საბას“ ლაურეატებისგან შემდგარმა სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. ევროპული კვირეულის ფარგლებში ასევე გამოვლინდა ნატოს საინფორმაციო ცენტრის რჩეული ყველაზე ევროპული ესე.

სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ ავტორებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

Leave A Reply