,,სხვა საქართველო სად არის”-სასიმღერო კონკურსი ბოლნისში

0

festivali17 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლაში – ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალი სახელწოდებით „სხვა საქართველო სად არის“ გაიმართა, რომელშიც ბოლნისისა და დმანისის შემოქმედებითი კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობენ.
ღონისძიებას ესწრებოდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ გუგეშაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ჯუმბერ გობეჯიშვილი და მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ორგანიზატორია კავშირი „დემოსი“, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრი.

Leave A Reply