სპორტის საერთაშორისო დღე რუსთავში

0

sportis dge8 აპრილს, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავის მერიის „სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით, ქალაქის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში ღონისძიებები გაიმართა ფეხბურთში, ფრენბურთსა და ნიჩბოსნობაში, ასევე მოეწყო საჩვენებელი გამოსვლები მხატვრულ ტანვარჯიშში, სპორტულ აკრობატიკაში, ტაიკვანდოში, ფარიკაობასა და ნიჩბოსნობაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, მისი მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები

დღესვე ქვემო ქართლის გუბერნატორმა, რუსთავის მერმა და  საკრებულოს თავმჯდომარემ საფეხბურთო გუნდ „რუსთავის“ ფეხბურთელებს ახალი სპორტული ეკიპირება გადასცეს, რომელიც გუნდისთვის რუსთავის საპატიო მოქალაქემ, ფეხბურთელმა კახა ცხადაძემ შეიძინა.

ცნობისთვის: სპორტის საერთაშორისო დღის აღნიშვნის გადაწყვეტილება 2013 წლის 23 აგვისტოს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს.

Categories: სპორტი

Leave A Reply