სპეციალური ინვენტარი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის

0

etlebi10 მარტს, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მორიგი ერთობლივი სოციალური აქციის ფარგლებში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ორ რუსთაველს სამედიცინო ინვენტარი გადაეცა.
ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა და „შშმ პირთა დახმარების ფონდის“ ხელმძღვანელმა გოჩა კაპანაძემ ბენეფიციარებს ახალი ინვენტარი სახლში მიუტანეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ჰუმანიტარულ აქციებს „შშმ პირთა დახმარების ფონდი“ და ადგილობრივი ხელისუფლება რუსთავში მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის პერმანენტულად ახორციელებს.

Leave A Reply