„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილებს სახლები შეუსყიდეს

0

devnilebiდევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა კახაბერ გუგეშაშვილმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის შესყიდულ სახლები მოინახულეს და მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნენ.

სამინისტრომ ქვემო ქართლის რეგიონში კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით 191 დევნილ ოჯახს შეუსყიდა.

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს მიწის ნაკვეთით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სამინისტრო დევნილი ოჯახისთვის აღნიშნულ სახლს შეისყიდის.

2013 წლიდან დღემდე, სამინისტრომ „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სახლი 1 366 დევნილ ოჯახს შეუსყიდა.

Leave A Reply