სოფელ ყარათაკლიაში ახალი სპორტული კომპლექსი აშენდა

0

sportuli darbazi27 ივნისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩმა დურსუნ გასანოვმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა სავალან მირზოევმა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის დირექტორმა როვნაგ აბდულაევმა ახალი სპორტული კომპლექსი გახსნეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ჯამარაული, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი და სხვა მიწვეულ სტუმრები.
ობიექტი კომპანია „სოკარის“ საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში აშენდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა.

 კომპლექსში შედის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მოწყობილი სპორტული დარბაზი და სამასწავლებლო, იზოლირებული გასახდელები და საშხაპეები. დამონტაჟებულია სავენტილაციო სისტემა.

Categories: სპორტი

Leave A Reply