სოფელ სართიჭალაში ძიუდოს დარბაზის მშენებლობა დაიწყო

0

sartiგარდაბნის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ სართიჭალაში, ძიუდოს დარბაზის მშენებლობა დაიწყო. სპორტული კომპლექსის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ქვემო ქართლში სახელმწიფო რმწუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა მუნიციპალიტეტის გამგებელ გოჩა ჯამარაულთან, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილთან და ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად ჩაუშვა. ღონისძიებაზე აგრეთვე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და წარმატებული სპორტსმენები.
აღსანიშნავია, რომ სართიჭალის ძიუდოს დარბაზის მშენებლობა მომავალი წლის იანვარში დასრულდება და ახალ სპორტულ კომპლექსში ასზე მეტი მოზარდი შეძლებს ვარჯიშს.
ობიექტის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

Categories: სპორტი

Leave A Reply