სოფელ სართიჭალაში კულტურის სახლი გაიხსნა

0

sarti14 ივნისს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში კულტურის სახლი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ  კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები, სოფელ სართიჭალის ბაგა-ბაღების აღსაზრდელები და ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლი „იმედი“.

გახსნის ღონისძიებას ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ჯამარაული, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად დაესწრნენ.

კულტურის სახლის შენობაში მოეწყო სართიჭალელი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა, დაინტერესებულ პირებს სპეციალურად მოწყობილი „აზერბაიჯანული კუთხის“ დათვალიერებაც შეეძლოთ.

Leave A Reply