სომხეთ-საქართველოს ტრანსსასაზღვრო ურთიერთობები

0

koberidze16 ივნისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე სომხეთის ქალაქ გიუმრის ტექნოლოგიურ ცენტრში, სომხეთ-საქართველოს ტრანსსასაზღვრო პროექტის შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო.

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ევროკავშირის დელეგაციის სომხეთში თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი და სხვა ოფიციალური სტუმრები.

გიუმრის ტექნოლოგიური ცენტრის ეზოში ქართულ-სომხურმა გუნდებმა საგრანტო პროექტების გამოფენაზე საზოგადოებას მათი წარმატებული საქმიანობის შედეგები წარუდგინეს და მიღწევები გააცნეს.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში შემუშავებულმა 9 პროექტმა ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის მულტიკულტურულ დიალოგს, საქმიანი და ბიზნეს ურთიერთობების დამყარებას და მდგრადი რეგიონული განვითარების პროცესს.

Leave A Reply