სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულების დააჯილდოება

0

dajildoeba27 ივნისს რუსთავის #5 საჯარო სკოლაში ქალაქის მასშტაბით ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დააჯილდოვეს. ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მოადგილე კახა კობერიძე, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ლომიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

რეგიონის გუბერნატორმა რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების, 2015-2016 სასწავლო წლისწარჩინებული კურსდამთავრებულებს შესაბამისი მედლები და სიგელები პირადად გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში 59 ოქროსა და 19 ვერცხლის მედალოსანი დაჯილდოვდა.

Leave A Reply