სახელმწიფო ბიუჯეტის  პროექტის განხილვა რუსთავში

0

12132513_1693455234211063_6554070455169494100_o21 ოქტომბერს, რუსთავში გაიმართა „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვა.

მეტალურგიული ქარხნის საკონფერენციო დარბაზში მიმდინარე განხილვაში მონაწილეობდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, ფინანსთა, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

2016 წლის წლის მთავარი სახელმწიფო ფინანსური დოკუმენტის ძირითადი პრიორიტეტები და პარამეტრები დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა და მისმა პირველმა მოადგილემ ნოდარ ებანოიძემ, აგრეთვე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგიკაკაურიძემ.

საქართველოს რეგიონებში 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ორგანიზებითა და USAID/დემოკრატიული მართველობის ინიციატივა საქართველოში (GGI) მხარდაჭერით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა უკვე გაიმართა თელავში, ქუთაისსა და ფოთში.

10482319_1693455190877734_633666762051897890_o12045337_1693455187544401_3077592788195101004_o12034180_1693455237544396_8508719401515295864_o12030381_1693455257544394_5048091242033886839_o12115596_1693455214211065_227667609722405218_n10669016_1693455230877730_8124114445350851761_o12115585_1693455174211069_23726858330083252_n

Leave A Reply