სახალხო თეატრების ფესტივალი მარნეულში

0

fest24 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში საზეიმოდ გაიხსნა მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალი, რომელიც მარნეულის კულტურის ცენტრის ინიციატივითა და გამგეობის მხარდაჭერით იმართება. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოწვეულ სტუმრებთან ერთად.
მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებულმა თეატრალურმა დასმა მაყურებელს შესთავაზა პრემიერა სპექტაკლისა „დაარქვი, რაც გინდა“.
ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილი რვა სახალხო თეატრი მონაწილეობს. მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მონაწილეები, რომლებიც სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.
ორგანიზატორების განმარტებით, სახალხო თეატრების ფესტივალი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და მარნეულში ყოველწლიურად გაიმართება.

Leave A Reply