„სახალისო სტარტები“ სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლაში

0

start2 დეკემბერს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ინიციატივითა და ქვემო ქართლის რეგიონალური განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლაში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ხასიათის „სახალისო სტარტები“ გაიმართა. აქტივობების მიმდინარეობას ესწრებოდა რეგიონის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ აგრეთვე მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და განათლების სფეროს ადგილობრივი წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პროექტის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მოსწავლე ახალგაზრდობის ფართო მასების სპორტში ჩაბმა, მოსწავლეების ფიზიკური და ფსიქოლოგიური სრულყოფა, სხარტი აზროვნების ჩამოყალიბება, მათი შესაძლებლობებისა და ნიჭის გამოვლენა კულტურისა და ხელოვნების მიმართულებით, ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა ფიზიკური და ფსიქოლოგიური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების გზით.

Leave A Reply