„სახალისო სტარტები“ გომარეთის საჯარო სკოლაში

0

15016326_1823849617838290_5262504608676640478_o8 ნოემბერს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ინიციატივითა და რეგიონალური განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთის საჯარო სკოლაში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ხასიათის „სახალისო სტარტები“ გაიმართა. აქტივობების მიმდინარეობას რეგიონის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი პირადად დაესწრო დმანისის გამგებელსა და სკოლის პედაგოგებთან ერთად.

ასეთი პროექტების მიზნებია: ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მოსწავლე ახალგაზრდობის ფართო მასების სპორტში ჩაბმა სპორტული აქტივობების დახმარებით, მოსწავლეების ფიზიკური და ფსიქოლოგიური სრულყოფა, სხარტი აზროვნების ჩამოყალიბება, ახალგაზრდების შესაძლებლობებისა და ნიჭის გამოვლენა კულტურისა და ხელოვნების მიმართულებით და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების გზით.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა სკოლაში პროექტ „სახალისო სტარტების“ საპილოტე აქტივობები მიმდინარეობს. მომავალი წლიდან ამ პროგრამას უკვე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დააფინანსებს.

Categories: სპორტი

Leave A Reply