საქართველოს ფოსტის განახლებული სერვისცენტრი რუსთავში

0

fosta2 მარტს რუსთავში საქართველოს ფოსტის განახლებული სერვისცენტრი გაიხსნა. ახლადრეაბილიტირებული მომსახურების ოფისი საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა და რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ ერთობლივად გახსნეს.
ღონისძიებას ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ნინო ლომიძე და გოჩა შავაძე, სამხარეოა დმინისტრაციის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრებიც დაესწრნენ.
საქართველოს ფოსტის რუსთავის სერვისცენტრში სარემონტო სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა. ოფისი თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვა, დასაქმდა 30 ადგილობრივი.
აღსანიშნავია, რომ სერვისცენტრი მომხმარებელს უნივერსალურ მომსახურებასა და სხვადასხვა საფოსტო პროდუქტს სთავაზობს.

Leave A Reply