სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების ფორუმი ქვემო ქართლში

0

gov4 ივლისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების რეგიონულ ფორუმს დაესწრო.

შეხვედრა „საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაციის“ ორგანიზებით და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მხარდაჭერით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყო.

რეგიონული ფორუმების მიზანია ხელი შეუწყოს და დაეხმაროს საქართველოში რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მათ წინაშე არსებული პრობლემების გასაჯაროებასა და მათ გადასაჭრელად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, ასევე საწარმოო ჯაჭვის წარმომადგენლებთან, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან დაკავშირებასა და მათ შორის კოორდინაციის მექანიზმის გაუმჯობესებაში.

ფორუმი ENPARD–ის პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვთარების სააგენტოს გაძლიერების“ ფარგლებში ჩატარდა.

Leave A Reply