სასკოლო თეატრალური ფესტივალი რუსთავში

0

xs8 მაისს, რუსთავში სასკოლო თეატრალური ფესტივალი ,,ART სკოლა” სპეციალური წარმოდგენით გაიხსნა. #6-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები აუდიტორიის წინაშე სპექტაკლით, სახელწოდებით ,,სიკვდილი აკაკუნებს” წარდგნენ.
ღონისძიებას მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელი პირები და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები დაესწრნენ. ფესტივალის მასპინძელია #10 საჯარო სკოლა, რომლის სცენაზეც წელს მოსწავლის ან მასწავლებლის მიერ დაწერილი პიესის მიხედვით დადგმული თეატრალური ინსცენირებები გათამაშდება.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალი ,,ART სკოლა” უკვე მეორე წელია რაც ტარდება და მასში რუსთავის მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა საჯარო სკოლები იღებენ მონაწილეობას.

Leave A Reply