სამუშაო შეხვედრა შესყიდვების სააგენტოში

0

12295448_1702822459941007_8588797264263206885_n29 ნოემბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინიციატივით,  გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციებისა და შესყიდვების სამსახურების ხელმძღვანელებთან.

შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პირველი მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი და გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ხომერიკი დაესწრნენ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ და დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სიახლეებზე, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ახალ პროცედურებზე, გამარტივებული შესყიდვების განხორციელებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

მუშაობის პროცესში მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონებში არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კომპეტენტურ პირებთან ერთად იმსჯელეს.

12279082_1702822449941008_1332331850346258287_n12241334_1702822283274358_7128695405683175462_n 11222397_1702822116607708_4381285984444259154_n

Leave A Reply