სამუშაო შეხვედრა ქვემო ქართლის ბიზნესის წარმომადგენლებთან

0

17201295_1317499444975451_398456316477328010_n10 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ქვემო ქართლის ბიზნესის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სომხეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაუმჯობესების პერსპექტივებზე და სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამებს გაეცნენ.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, საბაჟო დეპარტამენტისა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა. ღონისძიება გაიმართა „სიდას“ პროექტის „ტრანსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების“ (Cross Border Economic Development – CED)“ ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის (EaPTC) მიერ.

Leave A Reply