სამუშაო შეხვედრა სახალხო დამცველთან

0

damcveli4 მაისს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ გუგეშაშვილი სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სამხარეო ადმინისტრაციის სხვა ხელმძღვანელი პირები და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.
მხარეებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილეს რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება და იმ საკითხებზე იმსჯელეს, რომელიც მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
მხარის ხელმძღვანელმა პირებმა სტუმრებს მათთვის საინტერესო თემებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და იმ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომელიც რეგიონში უახლოეს პერიოდში განხორციელედება, აღნიშნული კი გამოვლენილ საჭიროებებზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

Leave A Reply