სამუშაო შეხვედრა ომბუცმენის აპარატის წარმომადგენლებთან

0

ombucmeni31 მაისს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მონიტორინგის გჯგუფის წევრებს დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია რეგიონში 2015-2017 წლებში ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ. დიალოგის რეჟიმში მიმდინარე შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნულთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს.

Leave A Reply