სამუშაო შეხვედრა კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზის’’ წარმომადგენლებთან

0

gazi12 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პაატა ხიზანაშვილის ინიციატივით, სამხარეო ადმინისტრაციაში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რუსთავის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მხარის, ქალაქისა და კომპანიის წარმომადგენლების მონაწილეობით უმოკლეს ვადაში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია იქნება უსაფრთხოების მხრივ მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირებულობის უზრუნველყოფა.
აღსანიშნავია, რომ „სოკარ ჯორჯია გაზს“ უკვე დაწყებული აქვს საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას ურიგდება რეკომენდაციების შემცველი ე. წ. ფლაერები გაზის დანადგარების მართებული სამონტაჟო სამუშაოების შესახებ.

Leave A Reply