სამუშაო შეხვედრა გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან

0

nugzari28 აპრილს სამხარეო ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ყოველწლიური საინფორმაციო ბიულეტენის სახელწოდებით „საქართველოში 2016 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2017 წლისათვის“ განხილვა.
აღნიშნული დოკუმენტის გაცნობის მიზნით მიმდინარე სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სტიქიური გეოლოგიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი და სხვა) არსებული მდგომარეობა, მათგან მოსალოდნელი საფრთხეები, პროგნოზი 2017 წლისათვის და რეკომენდაციები პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით.
პრეზენტაციას სახმარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

Leave A Reply