სამუშაო შეხვედრა ბოშათა თემის წარმომადგენლებთან

0

prosh23 თებერვალს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა, პაატა ხოზანაშვილმა სამხარეო ადმინისტრაციაში ბოშათა თემის წარმომადგენელს და უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრის თანამშრომელს ელენე პროშიკიანს უმასპინძლა.
სამუშაო შეხვედრაზე ელენე პროშიკიანმა გუბერნატორს და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს რეგიონში მცხოვრები ბოშათა თემის წარმომადგენლების საჭიროებებზე ინფორმაცია მიაწოდა. მხარეები კომპეტენციის ფარგლებში ერთობლივად განსახორციელებელ ღონისძიებებზე შეთანხმდნენ, რომელიც ბოშათა ინტეგრაციისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

Leave A Reply