სამუშაო შეხვედრა ბაღებში სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებით

0

16832061_1302807196444676_5268203005991818469_n21 თებერვალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სწავლების ინოვაციური მეთოდის დანერგვის საჭიროებასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე, რომელსაც ქვემო ქართლის მხარის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, გუბერნატორის მოადგილე და რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ესწრებოდნენ, თემატური პრეზენტაცია წარმოადგინა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა და ფინურ-ქართული საზოგადოების კოორდინატორმა განათლების საკითხებში მანანა კვაჭაძემ.
მანანა კვაჭაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო მეთოდოლოგია, რომელიც წლების წინ ფინეთის საბავშვო ბაღებში დაინერგა და დღემდე წარმატებით ხორციელდება.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს აღმზრდელებისა და მათი თანაშემწეების კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადამზადების ცენტრის არსებობის საჭიროებაზე.
მხარის გუბერნატორი მანანა კვაჭაძეს კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.

Leave A Reply