სამუშაო ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში

0
19894611_1441076995951028_1828317563248614822_n5–9 ივლისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რმწუნებულის-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა პოლონეთის რესპუბლიკაში.
ვიზიტს წინ უძღვოდა მარნეულისა და კობილნიცას თვითმმართველობებს შორის ურთიერთთანამშრომლობის 5 წლიანი მემორანდუმის გაფორმება, რომელსაც, მიმდინარე წლის 20 მარტს, ხელი მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა და კობილნიცას გმინის ხელმძღვანელმა ლეშეკ კულინსკიმ მოაწერეს.
 
ბალტიის ზღვისპირა ტურისტულ რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა კობილნიცაში, უსტკაში და სხვა  ქალაქებში მოინახულეს სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საწარმოები, გაეცნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობის სპეციფიკას.
 
სამუშაო ვიზიტისას გაიმართა შეხვედრები ბიზნესმენებთან და დაიგეგმა მიმდინარე წლის შემოდგომაზე, საქართველოში პოლონელ ბიზნესმენთა ჯგუფის ჩამოსვლა, რომლებიც დეტალურად გაეცნობიან ქვეყანაში შექმნილ საინვესტიციო გარემოს, შეხვდებიან ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, იმსჯელებენ ტურიზმისა და ეკონომიკური კავშირების შემდგომ განვითარებაზე.

Leave A Reply