სამედიცინო აქცია ქვემო ქართლის მოსახლეობისთვის

0

fww2 ივლისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კერძოდ დაბა კაზრეთში, მორიგი სამედიცინო აქცია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა „ოტორინოლარინგოლოგიისა და თავ-კისრის ქირურგიის ქართულ-ფრანგული სამეცნიერო ცენტრის – ხუჯაძის კლინიკის“ სპეციალისტების მომსახურებით უფასოდ ისარგებლეს.

პაციენტებს ყელ-ყურ-ცხვირისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, მთელი დღის განმავლობაში  უტარდებოდათ კონსულტაციები და ამბულატორიული  კვლევები.

კაზრეთის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების შენობაში მიმდინარე აქციას პირადად გაეცნო რეგიონის გუბერნატორი. პაატა ხიზანაშვილი მედიკოსებს გაესაუბრა, მადლობა გადაუხადა მსგავსი ღონისძიების დაგეგმვა-განხორციელებისთვის და მათთან ერთად განიხილა ურთიერთთანამშრომლობის კონკრეტული გეგმები. უახლოეს მომავალში სამედიცინო სამეცნიერო ცენტრი ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებსაც ეწვევა.

Leave A Reply