საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გუბერნიაში

0

19420317_1423094971082564_4845883514302396997_n23 ივნისს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინსიტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც ტრადიციულად მხარის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ გახსნა.

სხდომას ინფრასტრიქტურის მინისრტის მოადგილე კახა გულედანი, გუბერნატორის მოადგილეები და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

საბჭოს წევრებმა დღის წსრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე იმსჯელეს, რომელიც ამ ეტაპზე რეგიონში ხორციელდება.

 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით მთის განვითარების ფონდიდან ქვემო ქართლის რეგიონში კერძოს წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დამატებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაფინანსდება.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერთაში სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო და შიდა გზების მოასფალტების სამუშაოები განხორციელდება. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში კი დაფინანსების ფარგლებში თამარ მეფის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა მოეწყობა.

Leave A Reply