საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გუბერნიაში

0

sxdoma7 აპრილს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციისამებრ მხარის გუბერნატორი, პაატა ხიზანაშვილი უძღვებოდა.
საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და შეაფასეს რეგიონული პროექტების მიმდინარეობა; კერძოდ, მთის განვითარების ფონდიდან წალკის, ბოლნისის, დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაფინანსებული პროექტები.
მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სხდომაზე ასევე იმსჯელეს რეგიონის მასშტაბით დასუფთავების მიმართულებით უკვე დასრულებულ პროექტებზე და დაგეგმილ სამუშაოებზე.

Leave A Reply