საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გუბერნიაში

0

sxdoma14 ივლისს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც მხარის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე უძღვებოდა.

სხდომაზე 2017 წლის სამოქმედო გეგმაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საბჭოს წევრებმა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2017 წელს ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის და წალკის მუნიციპალიტეტებში სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობის პროექტი მოიწონეს.

აღნიშნული პროექტის მიხედვით რეგიონის მაშტაბით 6 მუნიციპალიტეტში შესაბამისი პროფილის ახალი დაწესებულებები აშენდება.

Leave A Reply