საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ქვემო ქართლის გუბერნიაში

0

sxdoma24 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციისამებრ რეგიონის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი უძღვებოდა.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთა შორის იყო რეგიონული პროექტების მიმდინარეობის შეფასება. შეხვედრაზე მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დარგის სპეციალისტებთან ერთად იმსჯელეს აგრეთვე მყარი ნარჩენების მართვისა და მშენებლობის უსაფრთხოების პროცესებში არსებული ნორმების, რეგულაციებისა და სფეროში არსებული სიახლეების შესახებ.
საბჭოს წევრებმა, რეგიონში სხვადასხვა სფეროში დაგეგმილი და განსახორციელებელი მასშტაბური ღონისძიებების შესახებაც ისაუბრეს და კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

Leave A Reply