საინფორმაციო შეხვედრა მარნეულში

0

marneuli29 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ პეტრე კანკავამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილემ ზაურ დარგალმა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად მარნეულში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე, რომელსაც ქვემო ქართლის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მეწარმეები და ფერმერები ესწრებოდნენ, მხარეებმა სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.

განსახილველ საკითხებს შორის იყო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის კუთხით სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობები. სტუმრებმა ადგილობრივ მეწარმეებს და ფერმერებს დეტალურად გააცნეს სარგებელი და პერსპექტივები, რაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების პირობებში ეძლევათ.

Leave A Reply