საინფორმაციო შეხვედრა გოეთეს ინსტიტუტში

0

goete7 აპრილს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა მონაწილეობა მიიღო საინფორმაციო შეხვედრაში, რომელიც ქართულ-გერმანული მეგობრობის წლის ფარგლებში გოეთეს ინსტიტუტში გაიმართა.
ჯგუფის წევრებმა სამუშაო რეჟიმში განიხილეს ქართულ-გერმანული მეგობრობის წლის აღსანიშნავად შემუშავებული კონცეფცია და დაგეგმილი კონკრეტული პროგრამები. გაიმართა ქართულ-გერმანული საიტის პრეზენტაცია, სადაც საუკუნოვანი ურთიერთობების შესახებ არსებული ფოტო, ვიდეო- და აუდიომასალაა განთავსებული.
ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობდნენ გერმანიის საელჩოს, კულტურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები და თემით დაინტერესებული პირები.

Leave A Reply