საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა წალკაში

0

walka26 დეკემბერს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წალკაში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. ცერემონიაზე იმყოფებოდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი, პაატა ხიზანაშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებელი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით ქალაქ წალკის მოსახლეობასთან ერთად მიმდებარე სოფლების მცხოვრებნიც ისარგებლებენ. აღსანიშნავია, რომ წალკის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ხელმისაწვდომი გახდა იუსტიციის სახლის ყველა სერვისის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომსახურებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისების (მაგალითად, სასკოლო ატესტატის) ადგილზე მიღება; საზოგადოებრივ ცენტრში, ასევე, გაიცემა სოციალური სააგენტოს სერვისები; „მაგთისა“ (მათ შორის, უკაბელო ინტერნეტი ცენტრის შენობასა და მის სკვერში) და „ლიბერთი ბანკის“ (მათ შორის, პენსიის მიღება) სერვისები. ამავე შენობაში განთავსებულია უფასო კომპიუტერის დარბაზი და ბიბლიოთეკა; შეხვედრების ოთახი, რომლის გამოყენებაც ადგილობრივ მოსახლეობას უფასოდ შეუძლია; სკაიპის ოთახი, სწრაფი გადახდის აპარატები და სხვა.

Leave A Reply