საბიბლიოთეკო კვირეულის დახურვა რუსთავში

0

biblioteka3 მაისს ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარ ბიბლიოთეკაში, საბიბლიოთეკო კვირეული დაიხურა.
,,იპოვე შენი მომავალი ბიბლიოთეკაში’’ – ამ სახელწოდების კვირეულის ფარგლებში მოეწყო 2016 წლის საქმიანობის პრეზენტაცია. სპეციალური სიგელებითა და საჩუქრებით დააჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ბიბლიოთეკარები და ერთგული მკითხველები.
კვირეულის დახურვის ცერემონიალს მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელი პირები სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ ,,საბიბლიოთეკო კვირეული 2017’’ 21 აპრილს გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში, ღონისძიებები რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების ყველა ფილიალში გაიმართა. მოეწყო გამოფენები, პრეზენტაციები, შემეცნებითი და პოეზიის საღამოები.

Leave A Reply