საახალწლო ღონისძიება კერძო სკოლა ,,მილენიუმში”

0

mileniumi29 დეკემბერს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები რუსთავში კერძო სკოლა „მილენიუმის“ საახალწლო ზეიმს დაესწრნენ.
მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელ პირებს სკოლის მოსწავლეებმა მიულოცეს დამდეგი შობა – ახალიწელი და მათ წინაშე სასიმღერო და საცეკვაო ნომრებით წარდგნენ.
პაატა ხიზანაშვილმა ღონისძიების ფარგლებში, ტრადიციისამებრ, სამხარეო ადმინისტრაციის სპეციალური სიგელები გადასცა სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებსა და ღვაწლმოსილ პედაგოგებს.

Leave A Reply