რუსთავის #11 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი დაიდგა

0

biusti13 ივნისს რუსთავის #11 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის ბიუსტის გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე ქალაქის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

დღესვე სტუმრების წინაშე სპეციალური ღონისძიებით წარდგნენ მე-4 კლასელი მოსწავლეები, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას ჩვენი ქვეყნის წარსულიდან ისტორიული ფაქტები შეახსენეს. აღსანიშნავია, რომ #11 საჯარო სკოლა იაკობ გოგებაშვილის სახელობის გასულ წელს გახდა. სკოლის პედაგოგების, მშობლებისა და მასწავლებლების ინიციატივით სკოლაში გაიხსნა ,,აი იას” ვარსკვლავი. წელს კი სკოლის ეზოში ქვემო ქართლის გუბერნიის ადმინისტრაციისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი დაიდგა.

Leave A Reply