რუსთავის ნაგავსაყრელი ევროსტანდარტების შესაბამისად მოეწყო

0

nagavsayreliრეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მატკავამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა, პაატა ხიზანაშვილმა, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა და ქალაქ რუსთავის მერმა, დავით ჯიქიამ რუსთავის განახლებული ნაგავსაყრელი დაათვალიერეს, სადაც ძველი უჯრედის დახურვისა და ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი უჯრედის მოწყობის სამუშაოები ახლახან დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ რუსთავის ნაგავსაყრელზე, გარემოსა და ადამიანზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით განახორციელა.

Leave A Reply