რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება

0

moswavleebi9 დეკემბერს რუსთავის ჟიული შარტავას სახელობის №4 საჯარო სკოლაში 2015-2016 სასწავლო წლის წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე, ქალაქის მერი დავით ჯიქია, მერის მოადგილეები, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, საკრებულოს წევრები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში, დაჯილდოვდნენ სკოლის პედაგოგები და სხვადასხვა კლასის წარჩინებული მოსწავლეები, რომელთაც საატესტატო გამოცდებში, სასწავლო ოლიმპიადებსა და სხვადასხვა კონკურსში საუკეთესო შედეგები აჩვენეს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, მეხუთე წელია, რუსთავის №4 საჯარო სკოლა საატესტატო გამოსაშვებ გამოცდებზე მიღწეული შედეგებით ერთ-ერთი საუკეთესოა ქვეყნის მასშტაბით და ყველაზე მოთხოვნადი სკოლების რეიტინგში მეხუთე პოზიცია უკავია.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში 69 სერტიფიცირებული პედაგოგი ასწავლის, მათგან 16-ს საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებლის სტატუსი აქვს. სასწავლო დაწესებულება აქტიურადაა ჩართული განათლების სამინისტროს არაერთ საგანმანათლებლო პროექტში.

Leave A Reply